Belive

სტიუარტ ჰოგმა სარაგბო კარიერა დაასრულა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

მიმდინარე წელს სტიუარტ ჰოგმა დაანონსა, რომ მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ის სარაგბო კარიერას დაასრულებდა. თუმცა, 31 წლის მორაგბემ აზრი შეიცვალა და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება ახლა გადაწყვიტა. ამის მიზეზი კი სიუარტის ჯანმრთლობის მდგომარეობა გახდა.

”ძნელია სიტყვებით გადმოვცე თუ რამდენად დიდი გავლენა იქონია ამ თამაშმა ჩემს ცხოვრებაზე. კარიერას ვასრულებ და ვიცი, რომ მთელი ჩემი ჯანმრთელობა და ცხოვრება რაგბს მივუძღვენი.“ - განაცხადა სტიუარტმა.

ჰოგმა "ნარშავებში" 100 კეპი დააგროვა და მისი სახელი შოტლანდიური რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. გარდა ამისა, 2021 წელს ის შოტლანდიის ნაკრების საუკეთესო მელელოვე გახდა. ჰოგმა სარეკორდო - 25-ე ლელო იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ დადო.

მისი სანაკრებო დებიუტი 2012 წელს, უელსთან შედგა, როცა მატჩში სკამიდან ჩაერთო. დანარჩენი კი უბრალოდ ისტორიაა.

სხვა სტატიები