Belive

დენ ბიგარი ნიკა ამაშუკელზე: ,,არ ვიცი, მსაჯი ჩვენგან რას ელოდა''

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
საერთაშორისო ტესტ-მატჩების ეგიდით გამართულ შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის დაპირისპირება შედგა. დაძაბული მატჩი, რომელსაც ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა, "სპრინგბოქსის" გამარჯვებით, 32:29 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ამაშუკელის მიმართ უკმაყოფილება უელსელმა გულშემატკივრებმა გამოხატეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ ქართველმა არბიტრმა მიუტევებელი შეცდომები დაუშვა. კომენტარი "დრაკონების" კაპიტანმა - დენ ბიგარმაც გააკეთა. უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა განაცხადა: "არ ვიცი, მსაჯი ჩვენგან რას ელოდა".

სხვა სტატიები