დავით ქუბრიაშვილი 11-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კლერმონის" ბურჯი - დავით ქუბრიაშვილი, საფრანგეთის რაგბის კავშირმა 11-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. დასჯის მიზეზი მატჩის მთავარი არბიტრის შეურაცხყოფაა, რომელიც TOP 14-ის მატჩში მოხდა.
Rugby /
— La Montagne Sports (@LaMontagne_TDS) May 24, 2023
ASM Clermont : 11 semaines de suspension pour Davit Kubriashvili #rugby #ASM #Kubriashvili https://t.co/ppf6bntLJM pic.twitter.com/KYU7UKrIu2
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველ მორაგბეს თავდაპირველად 12-კვირიანი სასჯელი მიუსაჯეს, შემდეგ კი მან საკუთარი სასჯელი მოინანია და სასჯელი მხოლოდ 1 კვირით შეუმსუბუქეს.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სეზონის ბოლოს ქუბრიაშვილი კარიერას ასრულებდა, თუმცა 13 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო, დიდი შანსია იმისა, რომ ბაიონში ჩატარებული მატჩი, მის კარიერაში ბოლო აღმოჩნდეს.
36 წლის დავით ქუბრიაშვილს კარიერის განმავლობაში "მონპელიეში"; "ტულონში"; "სტად ფრანსში"; "გრენობლში"; "პერპინიანსსა" და "კლერმონში" უთამაშია.