ბორჯღალოსნების შემადგენლობა აშშ-ს წინააღმდეგ
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 22 დღით ადრე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მე-2 მოსამზადებელ მატჩს გამართავს. რუმინეთის განადგურების (56:6) შემდეგ, ბორჯღალოსნები აშშ-ს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და აშშ-ს სარაგბო მატჩი 19 აგვისტოს, 19:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" გაიმართება. პრინციპული მატჩის წინ, ლევან მაისაშვილმა ბორჯღალოსანთა შემადგენლობა დაასახელა.
შერკინება:
აბულაძე, მამუკაშვილი, გიგაშვილი, ჭეიშვილი, მიქაუტაძე, ივანიშვილი, ცუცქირიძე, ჯალაღონია
ხაზი:
ლობჟანიძე, მატკავა, თოდუა, შარიქაძე (C), კვესელაძე, ტაბუცაძე, ნინიაშვილი
მარქაფა:
ზამთარაძე, გოგიჩაშვილი, პაპიძე, ჩაჩანიძე, გიორგაძე, აფრასიძე, თაფლაძე, მოდებაძე.