Belive

დავით ნინიაშვილი და ბექა გორგაძე - მოთამაშეები რომლებსაც რაგბი ევროპაზე უნდა დავაკვირდეთ

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის გათამაშება 4 თებერვალს აიღებს სტარტს და ახალი ფორმატით ჩატარდება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა, 2023 წლის ახალი გათამაშების დაწყებამდე სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ მოთამაშეების შესახებ წერენ, რომლებსაც მიმდინარე გათამაშებაში აქტიურად უნდა ვადევნოთ თვალი.

ამ სიაში მოხვდნენ საქართველოს ნაკრების 15 ნომერი - დავით ნინიაშვილი და მესამეხაზელი - ბექა გორგაძე.

"დავით ნინიაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც თვალი აუცილებლად უნდა მივადევნოთ. აქ გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან იგი უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს და მისი ასაკის მიუხედავად, უკვე "ბარბაროსებშიც" უთამაშია, მაგრამ დავით ნინიაშვილი არის ჩვენი საუკეთესო ქართული არჩევანი, რომელსაც თვალყური უნდა ვადევნოთ. მას გააჩნია ისეთი უნარები, რომელსაც შეუძლიათ ნებისმიერი თამაშის შემობრუნება.

ის პირველად საქართველოს ნაკრების მაისურით 2019 წელს გამოჩნდა, სადაც 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა და საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდა. ახლა თამაშობს რაგბის კლუბ "ლიონში", ტოპ 14-ში.

20 წლის მორაგბემ უკვე გაითქვა სახელი ტესტ მატჩებში წარმოუდგენლად მაგარი თამაშით. ხოლო 2023 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატი ახალი სიმაღლეების მისაღწევად მისი პირველი ნაბიჯი იქნება.

დიახ, იგი 2023 წლის პირველივე მატჩს გერმანიის წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვებს, მაგრამ ესპანეთის წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს".

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ჯოკერი - ბექა გორგაძეა. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფლანკერი რაგბის სამყაროში. ქართველი მორკინალი არის ის მორაგბე, რომელიც ნებისმიერ მწვრთნელს უყვარს და პატივს სცემს მოედანზე, რადგან იგი დაუღალავად შრომობს და ავლენს თავის უმაღლეს კლასს".

შეგახსენებთ, რომ  ბორჯღალოსნები 5 თებერვალს გერმანიას „ავჭალაზე" უმასპინძლებენ. მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები