დავით ნინიაშვილი: "იმედია მსოფლიო ჩემპიონატს ფიჯი მოიგებს..."
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" უკანახაზელმა - დავით ნინიაშვილმა, ფიჯის ნაკრების შესახებ, ცნობილ ფრანგულ გამოცემასთან - actu.fr-სთან ისაუბრა.
21 წლის ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ფიჯისთან მატჩზე და ფიჯის მომავალ მატჩებზე ისაუბრა.
"ფიჯის წინააღმდეგ, ჩვენი თამაშით ამაყი ვარ. ძალიან მაგარი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა, საბოლოოდ კლასმა თავისი გააკეთა.
80 წუთის განმავლობაში ძალიან ძლიერ დაცვას ვთამაშობდით, თუმცა მათმა გამოცდილებამ და ხაზის თამაშმა გარდამტეხი როლი ითამაშა.
ფიჯი ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა, დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მოიგებენ 1/4-ფინალურ მატჩს, შემდეგ ნახევარფინალს და მსოფლიო თასის მოგებასაც შეძლებენ. რაც მთავარია მათ ამის გაკეთება შეუძლიათ..." - დავით ნინიაშვილი
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შედგა. "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 0:9 გაიმარჯვეს, თუმცა საბოლოოდ მატჩი კუნძულელთა გამარჯვებით 17:12 დასრულდა.
ფიჯელებს კი მხოლოდ 1 ქულა აშორებთ იმისათვის, რომ 1/4-ფინალში კვალიფიცირდნენ, ამისათვის კი მინიმალური შედეგი პორტუგალიასთან 7-ქულაზე ნაკლებით წაგებაა და 2007 წლის შემდეგ, კუნძულელები პირველად იასპარეზებენ მსოფლიო თასის პლეი-ოფში.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას 7 ოქტომბერს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ დაასრულებენ. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.