დავით ნინიაშვილი ჩემპიონთა თასის მე-4 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ჩემპიონთა თასის მეოთხე ტურში, ,,სარასენსთან” მარცხის (39:24) მიუხედავად, ,,ლიონის” ქართველი მორაგბე, დავით ნინიაშვილი სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ნინიაშვილმა, რომელიც მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მეტოქეს ბრწყინვალე ლელო დაუდო.
ოთხი ტურის შემდეგ, ,,ლიონის” ანგარიშზე ორი მოგება და ორი მარცხია და გუნდი 12 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა.
ქართველი მორაგბის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 27 იანვარს, Top 14-ში, ,,პერპინიანის'' წინააღმდეგ გამართავს.