Belive

ჩელენჯ თასის შეხვედრას ქალი არბიტრები განსჯიან

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება. 13 იანვარს, "სკარლეტისა" და "ჩიტასის" შეხვედრას ქალ არბიტრთა სამსაჯო ბრიგადა განსჯის.

მატჩის მთავარი მსაჯი შოტლანდიელი ჰოლი დევიდსონი იქნება. მისი თანაშემწეები ინგლისელი სარა კოქსი და იტალიელი კლარა მუნარინი იქნებიან. რაც შეეხება ვიდეო ასისტენტებს, მთავარ მსაჯს ინგლისელი კლერ ჰოდნეტი და ირლანდიელი ჰელენ ო’რეილი დაეხმარებიან.

აშსანიშნავის, რომ ჩემპიონთა თასის შეხვედრას "ლა როშელსა" და "ალსტერს" შორის, ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი განსჯის. აღნიშნული დაპირისპირება 14 იანვარს 21:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები