Belive

ჩელენჯ ქაფის ოფიციალურმა გვერდმა მატკავა საუკეთესოთა შორის დაასახელა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ჩელენჯ ქაფის სადებიუტო შეხვედრაში, "შავი ლომი" ინგლისურ "გლოსტერს" დაუპირისპირდება.

პრესტიჟული საკლუბო ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩელენჯ ქაფის ოფიციალურმა გვერდმა 5 მორაგბე დაასახელა, რომელთაც ტურნირის მსვლელობისას უნდა დავაკვირდეთ.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ რჩეულთა შორის "შავი ლომისა" და ბორჯღალოსნების ამომავალი ვარსკვლავი - ლუკა მატკავა მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ რაგბის მსოფლიო თასის პირველ მატჩში, საქართველო ავსტრალიასთან დამარცხდა, ლუკა მატკავამ ბრწყინვალე პერფორმანსით შეძლო ყურადღების მიპყრობა. სწორედ ის არის იმ გატანილი ჯარიმის ავტორი, რომელმაც საქართველოს უელსთან ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა. -

5 მორაგბე, რომელთაც უნდა დავაკვირდეთ

  1. ემილიანო ბოფელი ("ედინბურგი")

  2. ლუკა მატკავა ("შავი ლომი")

  3. ჯეიკ პოლედრი ("ძებრე")

  4. ჯო სიმონდსი ("პო")

  5. ლუქანიო ემი ("შარქსი")

სხვა სტატიები