ჩელენჯ ქაფი | შავი ლომის შემადგენლობა სქარლეტსის წინააღმდეგ
ჩელენჯ ქაფის მე-2 ტურის შეხვედრაში, "სქარლეტსისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 16 დეკემბერს, 00:01 საათზე გაიმართება. "სქარლეტსთან" მატჩისთვის ლევან მაისაშვილმა "შავი ლომის" ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.
"შავი ლომის" რაზმი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.