ჩელენჯ ქაფი | შავი ლომის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
"ჩელენჯ ქაფის" 2024/25 წლების სეზონის პირველ მატჩს, "შავი ლომი" 7 დეკემბერს, 17:00 საათზე გამართავს. "მიხეილ მესხის" სტადიონზე, პირველი ქართული ფრენჩაიზი ფრანგულ "ვანსს" უმასპინძლებს.
პრინციპული მატჩისთვის, "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა.
"შავი ლომის" შემადგენლობა
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. დემურ თაფლაძე, 23. ამირან შვანგირაძე.
შეგახსენებთ, "შავმა ლომმა" ტურნირზე პირველად შარშან ითამაშა და სადებიუტო მატჩში "გლოსთერს" დიდი ბრძოლა გაუმართა, სადაც 5-ქულიანი სხვაობით, 10:15 დამარცხდა. ქართულმა ფრენჩაიზმა "ჩელენჯ ქაფზე" პირველი გამარჯვება უელსში "სკარლეტსის" წინააღმდგ მოიპოვა (7:23). ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩში კი "კასტრთან’ (6:28) და "კლერმონთან" (3:36) დამარცხდა.