ჩელენჯ ქაფი | ლუკა მატკავა მეორე ტურის საუკეთესო მექულეა
ჩელენჯ ქაფის მეორე ტურში, "სკარლეტსისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება შედგა. ლჰანეჰლიში ქართული რაგბის ისტორია დაიწერა და პირველმა პროფესიონალურმა ქართულმა ფრენჩაიზმა, ჩელენჯ ქაფზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
"შავმა ლომმა" 23:7 გაიმარჯვა და ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ლუკა მატკავა გახდა. მატკავა მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, თუმცა ეს არაა ერთადერთი აღიარება, რომელიც ქართველმა ჰავბეკმა მოიპოვა. ჩელენჯ ქაფის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტით, ცნობილი გახდა, რომ ლუკა მატკავა მეორე ტურის საუკეთესო მექულედ დასახელდა.
"სკარლეტსთან" მატკავამ "შავ ლომს" 13 ქულა მოუპოვა, ბურთი 15-ჯერ წაიღო და 4 ოფლოუდიც შეასრულა.
Historic win for @BlackLionRugby ✅
— EPCR Challenge Cup (@ChallengeCup_) December 19, 2023
Round 2 Top Points Scorer ✅
A very good day in the office for Luka Matkava 🔥#ChallengeCupRugby pic.twitter.com/O3QEmlj2cP