Belive

ბროდი რეტალიკი უელსთან და შოტლანდიასთან შეხვედრებს გამოტოვებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ახალზელანდიელი მორკინალი ბროდი რეტალიკი ნოემბრის ტესტ-მატჩებს, უელსისა და შოტლანდიის, წინააღმდეგ გამოტოვებს. მეორეხაზელი იაპონიასთან მოგებულ შეხვედრაში გააძევეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო, თუმცა, სასჯელი ერთი კვირამდე შემცირდება, თუ ის სამწვრთნელო ინტერვენციის პროგრამას დაასრულებს. აქედან გამომდინარე, მას 19 ნოემბერს ინგლისისთან მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე, "ოლ ბლექსს" კაპიტანი სემ კეინი და ჰუკერი დეინ ქოულსი გამოაკლდნენ. სამხრეთელთა კაპიტანმა სახის ძვალი გაიტეხა, ხოლო ქოულსმა გახურებისას წვივის ტრავმა მიიღო.

შაბათს, 5 ნოემბერს, ახალი ზელანდიის ნაკრები კარდიფში უელსს, ხოლო 13 ნოემბერს, შოტლანდიას "მარიფილდზე" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები