ბორჯღალოსნებს სიამოვნებით ვეთამაშებით | ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები Vs. საქართველო
3 წლის წინ
რაგბი
1 წთ
"კოვიდ პანდემიის პირობებში ყველაფერი შესაძლებელია. დანამდვილებით არაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, თუ ჩვენი ტესტ-მატჩები ჩაიშლება საქართველოს სიამოვნებით დავუპირისპირდებით. ჩვენთვისაც და მოწინააღმდეგე მხარისთვისაც შესანიშავი შესაძლებლობა იქნება", - აღნიშნა სტივ ტენდიმ.შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი. მატჩის 35-ე წუთისათვის სამხრეთ აფრიკა საქართველოსთან 5:9 მარცხდებოდა, თუმცა "ბოკეს" მორაგბეებმა მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლეს და მატჩი მათი გამარჯვებით, ანგარიშით 40:9 დასრულდა.