ბორჯღალოსნების შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ ცნობილია
2 წლის წინ
რაგბი
3 წთ
„ბექა გიგაშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა, ახლა ჯანმრთელადაა და მზად არის თამაშისთვის. გუნდში სამი მაღალი გამოცდილი კვაჭი გვყავს, ხშირად მივმართავთ როტაციას და ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი ამ ორ მოთამაშეზე შევაჩერეთ. სამწუხაროდ, კოტე მიქაუტაძე ვარჯიშზე დაშავდა და მეორე ხაზში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. ვთვლი, რომ დებიუტანტმა ლადო ჩაჩანიძემ კარგად ჩაატარა მოსამზადებელი პერიოდი და მზად არის თამაშისთვის. ნიკა აბულაძეც დებიუტანტია, თუმცა დიდი ხანია სანაკრებო სივრცეშია და აქამდე მისი თამაშის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ნიკამ აფრიკის ტურნე კარგად ჩაატარა და ამ კვირაშიც ნაყოფიერად ივარჯიშა. გელა აფრასიძე ტოპ 14-ის ფინალის გამო გვიან შემოგვიერთდა, ახლა კი მზად არის სათამაშოდ. სანდრო მამამთავრიშვილს წელს კარგი სეზონი ჰქონდა და ვთვლით, რომ მან ეს ადგილი დაიმსახურა. დიდი იმედი მაქვს, ეს მორაგბეები მარქაფადან გაგვაძლიერებენ“ასეთი იქნება საქართველოს შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ: ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი ("ლიონი"), 14. აკა ტაბუცაძე ("შავი ლომი"), 13. გიორგი კვესელაძე ("გლოსთერი"), 12. მერაბ შარიქაძე ("შავი ლომი"), 11. სანდრო თოდუა ("შავი ლომი"), 10. თედო აბჟანდაძე ("ბრივი"), 9. ვასილ ლობჟანიძე ("ბრივი"); შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი ("რასინგ 92"), 2. შალვა მამუკაშვილი ("შავი ლომი"), 3. ბექა გიგაშვილი ("ტულონი"), 4. ნოდარ ჭეიშვილი ("შავი ლომი"), 5. ლაშა ჯაიანი ("შავი ლომი"), 6. ოთარ გიორგაძე ("ბრივი"), 7. ბექა საღინაძე ("ლიონი"), 8. ბექა გორგაძე ("პო"). მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე ("ლოკომოტივ-პენზა"), 17. ნიკა აბულაძე ("შავი ლომი"), 18. ლუკა ჯაფარიძე ("ბრივი"), 19. ლადო ჩაჩანიძე ("ბაიონი"), 20. სანდრო მამამთავრიშვილი ("შავი ლომი"); 21. გელა აფრასიძე ("მონპელიე"), 22. ლაშა ხმალაძე ("შავი ლომი"), 23. დემურ თაფლაძე ("შავი ლომი").