ახალი სანაკრებო სეზონისთვის ბორჯღალოსნები შევარდენზე ემზადებიან
10 თვის წინ
რაგბი
1 წთ
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "შევარდენის სარაგბო ბაზაზე" შეკრებას გადის. 1 თებერვალს მედიისთვის ღია ვარჯიში გაიმართება, შემდეგ კი ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება.
ტურნირის დომინანტი საქართველო კვლავ ფავორიტის სტატუსით სარგებლობს და ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს, სტუმრად გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. 4 თებერვალს, 18:00 საათზე, დესაუში "ბორჯღალოსნები" გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებენ, რის შემდეგად თბილისში ნიდერლანდებსა და ესპანეთს უმასპინძლებენ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 17 მარტს, პარიზში გაიმართება.
ფოტო: ირაკლი ტყემალაძე