Belive

ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიო თასისთვის დაირაზმა

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საასპარეზოდ, ფიჯის მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ფიჯელთა განაცხადში ამ დროისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი 33 მორაგბე მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ფიჯელთა ძირითად ბირთვს "დრუას" მორაგბეები შეადგენენ, რომელთაც ევროპის წამყვან სარაგბო კლუბებში მოასპარეზე მოთამაშეები შეუწყვილდნენ. მფრინავი ფიჯელების 33-კაციან განაცხადში 18 ფორვარდი და 15 ხაზის მოთამაშე მოხვდა. 

ფიჯის 33-კაციანი განაცხადი

შერკინება: ერონი მავი, პენი რავაი, ჯონ კოროიდუადუა, სემ მატავესი, ზურიელ ტოიატამა, მესაკე დოჯი, ლუკ ტეჯი, სამუ ტავაკე, ისოა ნასილასილა, ტემო მაიანავანუა, ტე აივარუ კირიკადავეტა, ალბერტ ტუისუე, ლეკიმა ტაგიტაგივალუ, ლევანი ბოტია, ვილივე მირამირა, მელი დერენალაგი, ვილიამე მატა.

ხაზი: ფრენკ ლომანი, სიმი კურუვოლი, პენი მატავალუ, ქალებ მუნცი, ტეტი ტელა, ჯოშუა ტუისოვა, სემი რადრადრა, ვაისეა ნაიაქალევუ, იოსეფო მასი, სელესიტინო რავუტაუმადა, ვინაია ჰაბოსი, ჯიუტა ვაინიქოლო, კალავეტი რავუვუ, სირელი მაქალა, ილაისა დროასესე.

შეგახსენებთ, 2023 წლის წყნარი ოკეანის ერთა თასზე, მფრინავმა ფიჯელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს - იაპონია, ტონგა და სამოა ბონუსით დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ. მსოფლიო თასზე ფიჯისა და საქართველოს დაპირისპირება 30 სექტემბერს, ბორდოში შედგება.

სხვა სტატიები