ბორჯღალოსნების მეტოქეს ერთ-ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 დღით ადრე, ფიჯის მორაგბეთა ნაკრებს ერთ-ერთი ვარსკვლავი, ქეილებ მუნცი გამოაკლდა.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ფიჯელთა 10-მა ნომერმა, ვარჯიშზე მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც მსოფლიო თასზე ასპარეზობას ვერ შეძლებს. მუნცის დანაკლისი მფრინავი ფიჯელების მთავარმა მწვრთნელმა - საიმონ რაივალუიმ ოფიციალურად დაადასტურა.
შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები C-ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებენ. საქართველოსა და ფიჯის მატჩი 30 სექტემბერს, ბორდოში გაიმართება.