რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე ტურში ესპანეთი საქართველოს დაუპირისპირდა. მადრიდში გამართული მატჩი ესპანეთის მარცხით, ანგარიშით 10:23 დასრულდა.
ესპანეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 1.07 სარეიტინგო ქულა მოემატა, იტალიას გადაასწრო და 72.70 ქულით მე-12 პოზიციაზე აღზევდა.