ბორჯღალოსნები | ღია ვარჯიში მარტყოფში
3 წლის წინ
რაგბი
2 წთ

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" კამპანიის ფარგლებში ითამაშებენ და კვართებზე ექნებათ წარწერა – UN Women: "მოხარული ვარ, რომ ამ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა მოგვეცა. ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მოვალეობაა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს" – ამბობს მაისაშვილი. მზადებასთან დაკავშირებით ბორჯღალოსნების 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ განაცხადა: "მეორე კვირაა რაც ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ვემზადებით. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონს ორჯერ ვეთამაშებით, შემდეგ კი შოტლანდიას თბილისში ვმასპინძლობთ. ქართული რაგბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ზაფხულის ტესტებზე ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ სამ თამაშს გავმართავთ. მივიღებთ ძალიან დიდ გამოცდილებას და მიუხედავად იმისა, რომ რთული მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს, ვიმედოვნებ, კარგ შედეგს ვაჩვენებთ. გავდივართ როგორც ფიზიკურ მომზადებას, ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტექნიკურ მხარეს". ფოტო: ლაშა ლორდქიფანიძე წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი