ბორჯღალოსანთა ძირითადი შემადგენლობა ურუგვაის წინააღმდეგ ცნობილია
2 წლის წინ
რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, გამოქვეყნდა "ბორჯღალოსანთა" ძირითადი შემადგენლობა, რომელიც 6 ნოემბერს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ სათადარიგოთა სკამზე სამი დებიუტანტი იქნება - ვახტანგ აბდალაძე, თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა.
ბოლოს ურუგვაის ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდით, სადაც გავიმარჯვეთ. აღსანიშნავია, რომ იმ შემადგენლობიდან კვირის მატჩში 10 მორაგბე მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.