საფრანგეთის Top 14-ის მესამე ტური, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისათვის, კოტე მიქაუტაძისათვის ნეგატიურად დაიწყო.
"ბორდო" - "მონპელიეს" დაპირისპირებიდან, სულ რაღაც ორი წუთი იყო გასული, როდესაც კოტე მიქაუტაძე შესაცვლელი გახდა. "მონპელიეს" ქართველმა მხტომელმა ხელის ტრავმა მიიღო. Live.ge-სთან საუბარში, მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ მან ხელი მოიტეხა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით იუქმებს ბორჯღალოსანთა მეორეხაზელი და შეძლებს თუ არა, ნოემბრის ტესტებზე (იტალია, სამოა, ტონგა) საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დახმარებას.