,,ბოჭვების რაოდენობა ისეთივე კარგია, როგორც მისი ულვაშები'' - მსოფლიო რაგბი მიხეილ გაჩეჩილაძეზე
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ფიჯისთან შეხვედრაში მსოფლიო რაგბიმ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბის, მიხეილ გაჩეჩილაძის თამაში გამოარჩია.
გაჩეჩილაძემ გუშინდელ მატჩში 25 ბოჭვა შეასრულა:
,,ბოჭვების რაოდენობა ისეთივე კარგია, როგორც მისი ულვაშები! - წერს მსოფლიო რაგბი სოციალურ ქსელში
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯისთან 12:17 დამარცხდა.
,,ბორჯღალოსნები'' ბოლო შეხვედრას 7 ოქტომბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავენ.
A tackle count as good as his moustache 👏
— Rugby World Cup (@rugbyworldcup) September 30, 2023
What a shift from @GeorgianRugby's Mikheil Gachechiladze 💪#RWC2023 pic.twitter.com/WHKsHHTGL9