ბექა შვანგირაძე Pro D2-ის წლის აღმოჩენებს შორის დასახელდა
გავლენიანმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ Pro D2-ის წლის აღმოჩენების გუნდი შეადგინა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ორიაკის" მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე მოხვდა.
Midi Olympique-მ საფრანგეთის ელიტური სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეები გამოარჩია და 20 წლის შვანგირაძეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.
ბექა შვანგირაძე - "ორიაკი" - 20 წლის
"ქართველი მესამეხაზელი "ორიაკში" თავს შესანიშნავად გრძნობს. ექვსი თვის წინ "ორიაკის" ესპუარებმა ტიტული დამაჯერებლად მოიპოვეს და იმ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, მისი 8-ნომერი ბექა შვანგირაძე გახლდათ. ძლევამოსილი, მოქნილი ხელით თამაშში და მოედანზე ჭკვიანი - შვანგირაძე ამტკიცებს, რომ Pro D2-ის დონე აქვს.
"ორიაკის" სამწვრთნელო შტაბი და პერსონალი შვანგირაძეს აქტიურად აკვირდებოდნენ. 20 წლის ქართველმა შეძლო და მისვლიდან რამდენიმე კვირაში, ძირითადი გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა. ვარჯიშის დაწყების შემდეგ, შვანგირაძემ მხოლოდ 2 თამაში გამოტოვა. ასევე არ დაგვავიწყდეს მის მიერ გატანილი 3 შესანიშნავი ლელოც - შვანგირაძეს წინ ბრწყინვალე წლები ელის".
Midi Olympique Pro D2-ის წლის აღმოჩენები:
- აუგუსტ კადო - "ბიარიცი" - 21 წლის
- რაფაელ კოსტა სტორტი - "ბეზიე" - 22 წლის
- პიერ-სამუელ პოჩეკო - "კოლომიე" - 22 წლის
- ბექა შვანგირაძე - "ორიაკი" - 20 წლის
შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შვანგირაძის დებიუტი 2022 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩში, პორტუგალიის წინააღმდეგ შედგა.