Belive

ბექა საღინაძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

11 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" ერთ-ერთი გამორჩეული მესამეხაზელი - ბექა საღინაძე, ტოპ 14-ის 25-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ტოპ 14-ის 25-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, "სტად ფრანსესა" და "ლიონის" დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული სანახაობრივი დაპირისპირება, ფრედ 31:31 დასრულდა. ბექა საღინაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და 62-ე წუთზე, გატანილი ლელოთიც შეძლო თავის გამოჩენა.



ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის უკანასკნელ ტურში, "ლიონი" - "ბაიონას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები