ბექა გიგაშვილი Fantasy dream team-ში მოხვდა
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურ ვებგვერდზე, მსოფლიო თასის პირველი ტურის Fantasy-ს საუკეთესო თხუთმეტეული დასახელდა, სადაც ქართველი ბურჯი - ბექა გიგაშვილიც მოხვდა.
რაგბის მსოფლიო თასის წარმომადგენლებმა, პოზიციების მიხედვით 15 მორაგბე გამოავლინეს, რომელთაც ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს და ყველაზე მეტი ქულა მიიღეს. ბექა გიგაშვილის თამაში 33 ქულით შეფასდა, რაც მის პოზიციაზე საუკეთესო მაჩვენებელია.
Here is your RWC 2023 Fantasy dream team for Round 1 🔥
— Rugby World Cup (@rugbyworldcup) September 13, 2023
How many of the players listed did you manage to get in your side?#RWC2023 pic.twitter.com/XJ8HIYGaoM
შეგახსენებთ, მსოფლიო თასის პირველი ტურის შეხვედრაში, ავსტრალიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა, რომელიც "ვოლაბების" გამარჯვებით 35:15 დასრულდა. ბორჯღალოსნების შემადგენლობაში პირველი გატანილი ლელოს ავტორი ლუკა ივანიშვილი გახდა, ხოლო მეორე ლელო ბექა გიგაშვილმა გაიტანა.