Belive

ბასა ხონელიძე U20 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო თანამელელოვე გახდა

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

2023 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასი დასრულდა – ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მოიპოვა, საქართველომ კი ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ისტორიაში პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ორი თამაშის მოგება შეძლეს და მსოფლიო თასზე ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულეს, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.

20-წლამდელთა მსოფლიო თასზე მე-12 ადგილი იაპონიამ დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მომავალ მსოფლიო თასზე ვერ იასპარეზებენ და რანგით მეორე ტურნირზე (20-წლამდელთა ალაფა) გამოვლენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე - ბასა ხონელიძე (საქართველო) და მაკკა სპრინგერი (ახალი ზელანდია) გახდნენ. ორივე მათგანის ანგარიშზე 5 დადებული ლელოა.

უმცროსი ბორჯღალოსნების კვაჭმა პირველი ლელო არგენტინას დაუდო, იტალიელ თანატოლებთან თავი ლელოთი 2-ჯერ გამოიჩინა, ასევე 2 ლელოს დადება შეძლო შეჯიბრის ბოლო მატჩში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ.

წლევანდელ ახალგაზრდულ რაგბის მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით, 2024 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფები დაკომპლექტდა. ცნობილია, რომ მომავალ მსოფლიო თასს კვლავ სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები B-ჯგუფში იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში: ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები