ანტუან დუპონი 1/4-ფინალში დაბრუნდება
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, ნამიბიასთან მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, ანტუან დუპონი სარეაბილიტაციო პროცესს გადის. შეჯახების შედეგად, დუპონმა სახის ძვალი გაიტეხა და დაუყოვნებლივ ოპერაცია ჩაუტარდა - თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სუპერვარსკვლავი მინიმუმ 4-6 კვირით ვერ შეძლებდა მოედანზე დაბრუნებას.
მედიკოსები აღნიშნავდნენ, რომ დუპონი მოედანზე დაბრუნებას 1/2-ფინალზე ადრე ვერ შეძლებდა, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, იგი 1/4-ფინალისთვი მზად იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ანტუან დუპონი 1/4-ფინალურ მატჩში, სპეციალური, სახის დამცავი ნიღბით ითამაშებს.