სამხრეთ აფრიკა საფრანგეთთან უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს
15 ოქტომბერს მსოფლიოს სარაგბო პუბლიკის ყურადღება "სტად დე ფრანსისკენ" იქნება მიმართული, სადაც საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება შედგება. 23:00 საათზე, "ლე ბლე" "სპრინგბოქსს" შეერკინება და რაგბის მსოფლიო თასის 1/2-ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, წყვილში ფავორიტის სტატუსით მასპინძელი საფრანგეთი სარგებლობს, რომელიც ამ დღისთვის 4 წლის განმავლობაში ემზადებოდა. საფრანგეთთან მატჩისთვის, "ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა - ჟაკ ნინაბერმა, უძლიერეს შემადგენლობას უხმო.
სამხრეთ აფრიკის რაზმი
შერკინება: 1. სტივენ კიტშოფი, 2. მბონგი მბონამბი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ეთზებეტი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი (C), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. დუან ვერმულენი.
ხაზი: 9. კობუს რეინახი, 10. მენი ლიბოკი, 11. ჩესლინ კოლბე, 12. დამიან დე ალენდე, 13. ჯესი კრილი, 14. კურტ-ლი არენდსე, 15. დამიან ვილემსე.
მარქაფა: 16. დეონ ფური, 17. ოქს ნჩე, 18. ვინსენტ კოხი, 19. არჯეი სნიმანი, 20. კვაგა სმიტი, 21. ფაფ დე კლერკი, 22. ანდრე პოლარი, 23. ვილი ლე რუ.
The holders are ready for France 🇿🇦#RWC2023 | #FRAvRSA pic.twitter.com/NN9i2IsL06
— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 13, 2023