Belive

ამაშუკელის მორიგი აღიარება - როდესაც წაგებული მხარე მსაჯს მადლობას უხდის!

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

შემოდგომის ტესტ მატჩები იაპონიისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებით დაიწყო. ტოკიოში გამართული დრამატული მატჩი სანახაობრივი გამოდგა და სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ორივე გუნდის მხრიდან უთანასწორო ბრძოლა იხილა.

საბოლოოდ, "საკურები" "ოლ ბლექსის" მაღალ საშემსრულებლო ოსტატობასთან ვერაფერს გახდნენ და 31:38 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დაპირისპირებას ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა. ამაშუკელი, რომლისთვისაც მსგავსი დონის მატჩები იშვიათობას არ წარმოადგენს, მოწოდების სიმაღლეზე იყო და მატჩის შემდეგ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მარცხის მიუხედავად, ქართველი არბიტრითა და მისი ასისტენტებით იაპონიაც კმაყოფილი დარჩა. მატჩის დასრულების შემდეგ, იაპონიის რაგბის კავშირმა მსაჯთა ბრიდაგას მადლობა გადაუხადა.

სხვა სტატიები