Belive

სადისციპლინო კომისიამ ფარელის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი - ოუენ ფარელი 6-მატჩიან დისკვალიფიკაციასა და მძიმე სასჯელს გადაურჩა. სადისციპლინო კომისიამ ფარელს წითელი ბარათი გაუუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარელს 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ექნება.

მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე, ინგლისი 2 ტესტ-მატჩს გამართავს, რომელშიც ირლანდიასა და ფიჯის დაუპირისპირდება. რაგბის მსოფლიო თასზე ინგლისის მორაგბეთა ნაკრები D-ჯგუფში არგენტინის, იაპონიის, სამოასა და ჩილეს წინააღმდეგ იასპარეზებს და რაც მთავარია, ყველა ამ მატჩში კაპიტანი და გამოცდილი მგეზავიც მიიღებს მონაწილეობას. 

 

შეგახსენებთ, ფარელი ინგლისისა და უელსის დაპირისპირების დროს მომხდარი უხეში ბოჭვის დროს დაისაჯა. აღნიშნულ მატჩს ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა და ინგლისელთა კაპიტანს უხეშობისთვის თავდაპირველად მიცემული ყვითელი ბარათი, წითლით გადაუკვალიფიცირეს.

სხვა სტატიები