ამაშუკელის დებიუტი თიერ ერთის მატჩებზე
5 წლის წინ
რაგბი
5 წთ
8 ქვეყნის 21 საუკეთესო
მსოფლიო რაგბმა კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ივლისსა და აგვისტოში გასამართი 44 საერთაშორისო მატჩისთვის, 8 ქვეყნის 21 მსაჯი შეარჩია. მსოფლიო რაგბის მსაჯთა შერჩევის კომიტეტის ხელმძღვანელი გრემ მური ამბობს, რომ მსაჯები და მათ შორის ნიკა ამაშუკელი, 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან: "ივლისის ტესტები უმნიშვნელოვანესია მსაჯთათვის, რადგან ისინი 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან. კოვიდ-რეგულაციების მიუხედავად, გაიზარდა საერთაშორისო მატჩების რაოდენობა, რაც საქმეში უფრო მეტი არბიტრის ნახვის შესაძლებლობას გვაძლევს. მოხარული ვარ, რომ ქართველ ნიკა ამაშუკელს დებიუტი ექნაბა ისეთ ტესტებზე, სადაც ექვსი ერის მონაწილე გუნდები თამაშობენ". რაგბის კავშირის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელი დავით შუბითიძე ხაზს უსვამს ამაშუკელის ახალგაზრდულ ასაკს და დარწმუნებულია, რომ მომავალში ის უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს: "ნიკამ ისტორია დაწერა. ამაშუკელი მსოფლიო რაგბის თვალთახედვის არეში რამდენიმე წლის წინ მოხვდა და მას შემდეგ აკვირდებიან. მის ხასიათს, სტაბილურობას და მონდომებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხაზგასასმელია, რომ ასაკით ის კონკურენტებზე ბევრად უმცროსია, თუმცა 10 წლით უფროსის სადარ საქმეს აკეთებს და ამას მსოფლიო რაგბიც დიდ ყურადღებას აქცევს. ზოგადად, მსოფლიო რაგბი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მსაჯთა განვითარებას და ამ მხრივ საგრძნობი პროგრესი გვაქვს, რაზეც საერთაშორისო მატჩებზე დანიშვნებიც მეტყველებს". მსაჯთა მენეჯერი ლუკა კილასონია ვარაუდობს, რომ ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი მსაჯი, რომელიც მსოფლიო თასზე იმსაჯებს: "პირველად ისტორიაში, ტიერ1 ქვეყნის ნაკრების თამაშის მსაჯობა ქართველ რეფერის ანდეს, რაც ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესია. დიდ 10-ში სულ 6 მსაჯი გვყავს და მათგან ერთ-ერთი მოხვდა მსოფლიოს 21 საუკეთესო მსაჯს შორის. ეს უდიდესი მიღწევაა. ახლა ჩვენზე და ნიკაზეა დამოკიდებული როგორ გაგრძელდება ეს ამბავი და მომავალშიც იქნება თუ არა მაღალი დონის დანიშვნები, თუმცა პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება. ვერ ვიტყვით, რომ მსგავს დანიშვნებს არ ველოდით. ნიკა რეგულარულად ესწრება მსოფლიო რაგბის სემინარებს და ვვარაუდობთ, რომ 2023 წელს ის მსოფლიო თასზეც იქნება წარმოდგენილი". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირისხვა სტატიები
დიდი თამაშის კვირა დაიწყო
ლევან მათეშვილი
2 წლის წინ რაგბი
შავი ლომი | დანიშნულების ადგილი პენზა
ლევან მათეშვილი
5 წლის წინ რაგბი