ალბერტ ტუისუე: "ვეცდებით დომინანტები ისეთ კომპონენტებში ვიყოთ, რაშიც ძლიერი საქართველოა..."
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ფიჯის ეროვნული ნაკრებისა და "გლოსტერის" მორაგბემ - ალბერტ ტუისუემ საქართველოსთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ საქართველო აქცენტს ფიზიკურად დატვირთულ თამაშზე გააკეთებს. მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ვიცი, რომ შერკინებასა და მოლში ძლიერები არიან.
ბოლო დღეებია მაგრად ვემზადებით, რომ ფიზიკურ ორთაბრძოლებში არ გვაჯობონ. შევეცდებით, დომინანტები ვიყოთ სწორედ შერკინებასა და მოლში, რადგანაც ეს მათი მთავარი იარაღია, ამასთან, თავის სიტყვას ჩვენი უკანა ხაზიც იტყვის.
მეტოქის შეუფასებლობაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგანაც ვიცით, რომ საქართველო ის გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. სწორედ ამიტომ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ნამდვილი ბრძოლისთვის მოვემზადოთ.
2 მატჩი გვრჩება, რომელთა შედეგებიც გაარკვევს, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავდივართ, თუ – ვერა. ასე რომ, ეს თამაშები ჩვენთვის ფინალის ტოლფასია" - ალბერტ ტუისუე
ალბერტ ტუისუე საქართველოსთან მატჩს მარქაფიდან დაიწყებს და მას მოედანზე სავარაუდოდ მეორე ტაიმში ვიხილავთ.
საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება 30 სექტემბერს, თბილისის დროით 19:45 საათზე შედგება.