Belive

ალანიასა და შვანგირაძის ლელოები - ორიაკმა გრენობლი დაამარცხა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

PRO D2-ის მეხუთე ტურში, ქართველებით დაკომპლექტებული "ორიაკი" "გრენობლს" დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 27:23 გაიმარჯვა. 

"ორიაკმა" პირველი ტაიმი 9:13 დათმო, მეორე ტაიმის სტარტზევე კი ბექა შვანგირაძემ "გრენობლის" ჩათვლის მოედანი აიღო და კლუბი დააწინაურა. 

ბექა შვანგირაძის ლელო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • captions and subtitles off, selected

      ქართველი მორაგბის ლელოს დადების შემდეგ, "გრენობლი" გააქტიურდა და მალევე ლელოც დაუდეს. სტუმრები 17:23 იგებდნენ, თუმცა მატჩის 59-ე წუთზე ლელოთი თავი მეორე ქართველმა, საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა - მიშიკო ალანიამ გამოიჩინა, რომელიც ამ მატჩში გარდამტეხი იყო და "ორიაკმა" გამარჯვება მოიპოვა (27:23). 

      მიშიკო ალანიას ლელო

      Video Player is loading.
      Current Time 0:00
      Duration 0:00
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
       
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • captions and subtitles off, selected

          განვლილი 5 ტურის შემდეგ, "ორიაკი" 10 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს. 

          შეგახსენებთ, რომ "ორიაკის" შემადგენლობაში 6 ქართველი ირიცხება: გიორგი ქართველიშვილი, ირაკლი მჭედლიძე, ბასა ხონელიძე, ლუკა ნიორაძე, ბექა შვანგირაძე და მიშიკო ალანია. 

          სხვა სტატიები