Belive

ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩს ანგუს გარდნერი განსჯის

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

20 ოქტომბერს, 23:00 საათზე, მსოფლიოს სარაგბო პუბლიკის ყურადღება "სტად დე ფრანსისკენ" იქნება მიმართული, სადაც ახალი ზელანდიისა და არგენტინის დაპირისპირება გაიმართება.

რაგბის მსოფლიო თასის 1/2-ფინალში, ახალი ზელანდია უპირობო ფავორიტის სტატუსით სარგებლობს და "ოლ ბლექსს" ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც უმაგრებს ზურგს, თუმცა, არგენტინელთა ტემპერამენტმა და ბრძოლისუნარიანობამ, შესაძლოა ზელანდიას გარკვეულ მომენტში ლაღად თამაშის შესაძლებლობა შეუზღუდოს.

პრინციპულ 1/2-ფინალურ დაპირისპირებას, უმაღლესი კატეგორიის ავსტრალიელი არბიტრი - ანგუს გარდნერი გაუძღვება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ გარდნერი ახალი ზელანდიის მატჩს განსჯის - ხოლო მეორე 1/2-ფინალურ დაპირისპირებას ბენ ო'კიფი გაუძღვება.

სხვა სტატიები