Belive

ახალი ზელანდია XV - უძლიერესი შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ

3 კვირის წინ რაგბი
4 წთ

2024 წლის შემოდგომის ტესტებზე, ახალი ზელანდია XV ჩრდილოეთის ტურნეს მოაწყობს, სადაც 2 ტესტ-მატჩს გამართავს.

3 ნოემბერს, ახალი ზელანდია XV ირლანდიურ "მანსტერს" დაუპირისპირდება, ხოლო 10 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს შეერკინება. ჩრდილოეთში გასამგზავრებლად, ახალი ზელანდია XV-ის 29-კაციანი რაზმი დასახელდა და აღსანიშნავია, რომ რაზმის შედგენაში მონაწილეობა "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა და ახალი ზელანდია XV-ის სამწვრთნელო შტაბმა ერთობლივად მიიღეს - შედეგად ამ დროისთვის შესაძლო უძლიერეს შემადგენლობას მოუყარეს თავი.

ახალი ზელანდია XV-ის 29-კაციან რაზმში, 10 ისეთი მორაგბე მოხვდა, რომელსაც სხვადასხვა დროს "ოლ ბლექსის" კვართით უთამაშია. სკოტ რობერტსონი აღნიშნავს, რომ განვითარებად, ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად, ისეთი მორაგბეების არჩევა, რომელთაც "ოლ ბლექსში" თამაშის გამოცდილება აქვთ უმნიშვნელოვანესია.

შონ სტივენსონი, ემონი ნარავა, დალას მაკლეოდი, ქუინ ტაპეა, ჰარი პლამერი, ფინლი კრისტი, ნოა ჰოტმენი, ჰოსტინს სოტუტუ, ჯოშ ლორდი და ჯორჯ ბელი, არიან ის მორაგბეები, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვთ და ამ ცოდნას ახალგაზრდა მოთამაშეებს გაუზიარებენ.

ახალი ზელანდია XV

შერკინება: ხავიერ ნუმია (25 / ჰარიქეინსი / ველინგტონი), ჯორჯ დაიერი (24/ ჩიფსი / ვაიკატო), საულა მა’უ (24 / ჰაილენდერსი / ოტაგო), მარსელ რენატა (30 / ბლუსი / ოკლენდი), ჯორჯ ბოუერი (32 / კრუსეიდერსი / ოტაგო)*, ბროდი მაკალისტერი (27 / კრუსეიდერსი / ქენტერბერი), კურტ ეკლუნდი (32 / ბლუსი / ფლენთი), ბრედლი სლეიტერი (26 / ჩიფსი / ტარანაკი), ჯოშ ლორდი (23 / ჩიფსი / ტარანაკი)*, ფაბიან ჰოლანდი (21 / ჰაილენდერსი / ოტაგო), ისაია უოლკერ-ლევერე (27 / ჰარიქეინსი / Hawke’s Bay), ნაიტოა აჰ კუი (25 / ჩიფსი/ ფლენთი), დუ’პლესის კირიფი (27 / ჰარიქეინსი / ველინგტონი), პიტერ ლაკაი (21/ ჰარიქეინსი / ველინგტონი), ჰოსკინს სოტუტუ (26 / ბლუსი / მანუკაუ)*, ოლივერ ჰეიგი (22 / ჰაილენდერსი / ოტაგო), კრისტიან ლიო-უილი (26 / ქრუსეიდერსი / ოტაგო).

ხაზი: ნოა ჰოტმენი (21 / ქრუსეიდერსი / ტასმანი)*, ფინლი კრისტი (29 / ბლუსი / ტასმანი)*, ჰარი პლამერი (26 / ბლუსი / ოკლენდი)*, ჯოშ იაკომბი (23 / ჩიფსი / ტარანაკი), ქუინ ტუპეა (25 / ჩიფსი / ვაიკატო)*, რაილი ჰიგინსი (22 / ჰარიქეინსი / ველინგტონი), ეიჯეი ლემი (26 / ბლუსი / ოკლენდი), დალას მაკლეოდი (25 / ქრუსეიდერსი / ქენტერბერი)*, კინი ნაჰოლო (25 / ჰარიქეინსი / ტარანაკი), ემონი ნარავა (25 / ჩიფსი / ფლენთი)*, ჩეი ფიაკი (23 / ქრუსეიდერსი / ქენთერბერი), შონ სტივენსონი (27 / ჩიფსი / ჰარბორი)*.

* "ოლ ბლექსის" კეპი.

2023 წლის ზაფხულის ტესტებზე, ახალი ზელანდია XV იაპონიას ესტუმრა, სადაც ასევე 2 ტესტ-მატჩი გამართა. 8 ივლისს ახალი ზელანდია XV იაპონია XV-ს დაუპირისპირდა და 38:6 გაიმარჯვა, ხოლო 15 ივლისს, იაპონიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და 41:27 დაამარცხა.

სხვა სტატიები