Belive

ახალი ზელანდია რაგბის მსოფლიო თასის ფინალშია

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. "სტად დე ფრანსზე" გამართულ 1/2-ფინალურ მატჩში, ახალმა ზელანდიამ არგენტინა მარტივად, 44:6 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის საწყისი წუთები არგენტინელებმა აგრესიულად დაიწყეს, თუმცა, ზელანდიამ მალევე შეძლო ტერიტორიული და ბურთის ფლობის უპირატესობის მოპოვება, რაც ქულებშიც ასახა. მეორე ტაიმი კი "ოლ ბლექსის" სრული დომინირებით წარიმართა - ზელანდიელებმა ტაიმის სტარტზევე შეძლეს სწრაფი ლელოების გატანა და "პუმების" ოცნება დასამარება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ "ოლ ბლექსის" მეორეხაზელმა - სემ უაითლოქმა უნიკალური რეკორდი დაამყარა. უაითლოქი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც რაგბის მსოფლიო თასის 4 ნახევარფინალში მიიღო მონაწილეობა.

რაგბის მსოფლიო თასის მეორე ფინალისტის ვინაობა 21 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის დაპირისპირების შემდეგ გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები