Belive

ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდნენ

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი სენსაციურად დაიწყო და ყველასთვის მოულოდნელად, ბელგიამ დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიას 10:6 სძლია. ბელგიაში დაფიქსირებულ მოულოდნელ შედეგს, მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში ცვლილებები მოჰყვა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა და მე-13 პოზიციას იკავებს. როგორც აღვნიშნეთ, "ბორჯღალოსნების" დაწინაურების მიზეზი, პორტუგალიის სენსაციური მარცხი გახდა.

72.68 სარეიტინგო ქულით, "ბორჯღალოსნები" მე-13 პოზიციას იკავებენ და მე-12 ადგილზე მყოფ იაპონიას (74.27) მხოლოდ 1.59 ქულით ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები