აბრამიშვილი Top 14-ის მე-12 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საფრანგეთის Top 14-ის მე-12 ტურის შეხვედრაში, "სტად ფრანსესა" და "კლერმონის" დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული მატჩი, ფრედ 14:14 დასრულდა.
"სტად ფრანსეს" ძირითად შემადგენლობაში სერგი აბრამიშვილმა ითამაშა, რომელმაც კარგი თამაშით კიდევ ერთხელ შეძლო თავის გამოჩენა. აბრამიშვილის გარჯას უყურადღებოდ არ ჩაუვლია და ორგანიზატორებმა ქართველი ბურჯი მე-12 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
