Belive

7-კაცა | საქართველო ჩელენჯერის სერიების დასკვნით ეტაპზე ითამაშებს

2 კვირის წინ რაგბი
1 წთ

18-19 მაისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიების დასკვნითი, მე-3 ეტაპი გაიმართება. საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები A-ჯგუფში მასპინძელი გერმანიის, ურუგვაისა და პაპუა ახალი გვინეის წინააღმდეგ ითამაშებს.

განვლილი 2 ეტაპის შემდეგ, საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები მე-9 პოზიციაზე იმყოფება. შეგახსენებთ, დუბაის ეტაპზე საქართველომ მე-8 პოზიცია დაიკავა, მონტევიდეოში კი მე-9 ადგილს დასჯერდა და საერთო ჩათვლაში 10 ქულით, მე-9 ადგილზე იმყოფება.

2 ეტაპის შემდეგ, ჩელენჯერის სერიას ურუგვაი ლიდერობს, რომელსაც საერთო ჩათვლაში 36 ქულა აქვს.

სხვა სტატიები