7-კაცა | ორი მსაჯი ალაფაზე
3 წლის წინ
რაგბი
3 წთ
ზაგრებშივე, 19-20 ივნისს იმართება 7-ქალას რაგბი ევროპის "ალაფაც", სადაც ქართველი გოგონებიც ითამაშებენ. ჩვენი გუნდი ბ ჯგუფში ჩეხეთის, ფინეთის, უნგრეთისა და დანიის ნაკრებებთან მოხვდა, ხოლო ა ჯგუფში უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი და მოლდოვა ითამაშებენ. ანა პოღოსიანს, ნინო ელოშვილთან ერთად, 7-ქალას ტურნირზე გვერდით მსაჯად უკვე უმუშავია, ახლა კი ცენტრში მოუწევს საკუთარი უნარების წარმოჩენა: "ამ ტურნირზე მიწვევის შესახებ შარშანაც იყო საუბარი, მაგრამ მაშინ კოვიდ-პანდემიამ ამის საშუალება არ მომცა და მოხარული ვარ, რომ წელსაც მოვხვდი ორგანიზატორების თვალთახედვის არეში. ჩემთვის ეს პირველი ნაბიჯია ახალ ეტაპზე. ხორვატიაში დამკვირვებლებიც იქნებიან და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ კვლავ მექნება 7-ქალას ტურნირებზე მიწვევა. საქმეს ისიც გამიიოლებს, რომ ზაგრებში ჩვენი ნაკრებიც ითამაშებს და მარტო არ ვიქნები წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ ჩვენი გოგონებიც წარმატებით ითამაშებენ და ჩემი მსაჯობითაც კმაყოფილი დარჩებიან ორგანიზატორები". შეგახსენებთ, 5-6 ივნისს საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე პორტუგალიაში, ლისაბონში ითამაშებს. ა ჯგუფში მათი მეტოქეები გერმანიის, პორტუგალიისა და ლიეტუვის გუნდები იქნებიან, ხოლო მეორე ჯგუფში ესპანეთი, იტალია, რუსეთი და პოლონეთი გაერთიანდნენ. ჩვენი 7-კაცას შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი