Belive

6 ერი | შოტლანდია უელსის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

2022 წლის 6 ერის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, უელსი შოტლანდიას დაუპირისპირდება. "დრაკონებისა" და "ნარშავების" მატჩი, 12 თებერვალს, თბილისის დროით, 18:15 საათზე შედგება. 6 ერის პირველი ტურის შეხვედრაში, უელსი ირლანდიასთან დამარცხდა და ახლა რეპუტაციის აღდგენას შოტლანდიასთან გამარჯვებით შეეცდება. მასპინძლებისგან განსხვავებით, შოტლანდია მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდება - პირველ ტურში შოტლანდიელებმა გმირულად იბრძოლეს და ინგლისი 20:17 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიამ ინგლისის დამარცხება 2021 წლის 6 ერის ჩემპიონატზეც შეძლო. უელსთან გასამართი მატჩის წინ, შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა "ნარშავების" შემადგენლობა დაასახელა.


Untitled

სხვა სტატიები