6 ერი | ყველაფერი მეოთხე ტურის შესახებ
4 წლის წინ
რაგბი
8 წთ
13 მარტი, 18:15 საათი, "სტადიო ოლიმპიკო" იტალია - უელსი

ტურნირის აუტსაიდერი იტალია დიდი ალბათობით მორიგი მარცხისთვისაა განწირული. ბრწყინვალე ფორმაში მყოფი უელსი საჩემპიონო რბოლაშია ჩართული და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა, უეინ პივაკმა საბრძოლო შემადგენლობას მოუყარა თავი და პრაქტიკულად ყველა ვარსკვლავი შეკრიბა. იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 5 ცვლილება განხორციელდა - იტალიელებს სტეფან ვარნი დაუბრუნდათ. იტალია: 15. ჯაკოპო ტრულა, 14. მატია ბელინი, 13. ხუან იგნასიო ბრექსი, 12. კარლო ქანა, 11. მონტანა იოანე, 10. პაოლო გარბისი, 9. სტეფან ვარნი, 1. დანილო ფისკეტი, 2. ლუკა ბიჯი (კ), 3. ჯოშუე ზილოჩი, 4. ნიკოლო ქანონე, 5. დავიდ სისი, 6. სებასტიან ნეგრი, 7. იოან მაიერი, 8. მიშელე ლამარო. მარქაფა: 16. ოლივიერო ფაბიანი, 17. ანდრეა ლოვოტი, 18. მარკო რიკიონი, 19. მარკო ლაზარონი, 20. მაქსიმ მბანდა, 21. მარსელო ვიოლი, 22. ფედერიკო მორი, 23. ედოარდო პადოვანი. უელსი: 15. ლიამ უილიამსი, 14. ლუის რის-ზამიტი, 13. ჯორჯ ნორსი, 12. ჯონათან დევისი, 11. ჯოშ ადამსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეტ დევისი, 1. უინ ჯონსი, 2. კენ ოუენსი, 3. ტომას ფრენსისი, 4. კორი ჰილი, 5. ალუნ უინ ჯონსი, 6. ჯოშ ნავიდი, 7. ჯოშ ტიპურიკი, 8. ტაულუპე ფალეტაუ. მარქაფა: 16. ელიოტ დი, 17. რის ქეარი, 18. ლეონ ბრაუნი, 19. ჯეიკ ბოლი, 20. აარონ უეინვრაიტი, 21. ლოიდ უილიამსი, 22. კალუმ შიდი, 23. უილის ჰალაჰოლო.
13 მარტი, 20:45 საათი, "ტვიქენჰემი" ინგლისი - საფრანგეთი

6 ერის 2021 წლის გათამაშების მეოთხე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ინგლისი საფრანგეთს დაუპირისპირდება. ლეგენდარულ "ტვიკენჰემზე" უპრინციპულესი დაპირისპირების მომსწრე გავხდებით. ინგლისის საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და იმ შემთხვევაში თუ მასპინძლები გაიმარჯვებენ, საფრანგეთის საჩემპიონო შანსებიც შემცირდება. საფრანგეთმა 2 ტურში ორი გამარჯვება მოიპოვა - მესამე ტურის შეხვედრა, რომელშიც საფრანგეთი შოტლანდიას უნდა დაპირისპირებოდა, კორონავირუსის გამო გადაიდო. საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - "ლე ბლეს" ვირიმი ვაკატავა დაუბრუნდა, რომელიც შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში იწყებს. განაცხადში გამოჩნდა რომან ნტამაკიც, რომელიც მარქაფაშია. ინგლისი: 15. მაქს მალინსი, 14. ენტონი უოტსონი, 13. ჰენრი სლეიდი, 12. ოუენ ფარელი (კ), 11. ჯონი მეი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგსი, 1. მაკო ვუნიპოლა, 2. ლუკ კოვან-დიკი, 3. კაილ სინკლერი, 4. მარო იტოჯე, 5. ჩარლი ეველსი, 6. მარკ უილსონი, 7. ტომ კარი, 8. ბილი ვუნიპოლა მარქაფა: 16. ჯეიმი ჯორჯი, 17. ელის გენჯი, 18. უილ სტიუარტი, 19. ჯონი ჰილი, 20. ბენ ერლი, 21. დენ რობსონი, 22. ოლი ლოურენსი, 23. ელიოტ დეილი. საფრანგეთი: 15. ბრის დულინი, 14. ტედი ტომასი, 13. ვირიმი ვაკატავა, 12. გაელ ფიკუ, 11. დამიან პენო, 10. მატიუ ჟალიბერი, 9 .ანტუან დუპონი, 1. კირილ ბეილი, 2. ჟულიენ მარშანი, 3. მოჰამედ აუასი, 4. რომაინ ტაოფიფენუა, 5. პოლ ვილემსე, 6. დილან კრეტინი, 7. ჩარლზ ოლივონი (კ), 8. გრეგორი ალდრიტი. მარქაფა: 16. კამილ შა, 17. ჟნ-ბაპტისტ გროსი, 18. დორიან ალდეგერი, 19. კირილ კაზუ, 20. კამერონ ვოკი, 21. ენტონი ჟელონში, 22. ბაპტისტ სერინი, 23. რომაინ ნტამაკი.
