6 ერი | იტალიის ძირითადი შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ
6 ერის 2025 წლის ჩემპიონატის მე-4 ტურში, ინგლისისა და იტალიის დაპირისპირება შედგება. მატჩი 9 მარტს, 19:00 საათზე, "თვიქენჰემზე" გაიმართება.
ინგლისთან გასამართი მატჩისთვის, იტალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გონსალო კესადამ "აძურის" ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.
🇮🇹 The @Federugby side to take on England this weekend 🙌#GuinnessM6N pic.twitter.com/qeX8J8RS1K
— Guinness Men's Six Nations (@SixNationsRugby) March 7, 2025
იტალიის ძირითადი შემადგენლობა
ხაზი: 15. ანჯე კაპუოცო, 14. მონტი იოანე, 13. ხუან იგნასიო ბრექსი, 12. ტომასო მენონჩელო, 11. მეთ გალაჰერი, 10. პაოლო გარბისი, 9. სტეფან ვარნი.
შერკინება: 1. დანილო ფიშეტი, 2. ჯაკომო ნიკოტერა, 3. მარკო რიკიონი, 4. ნიკოლო ქანონე, 5. ფედერიკო რუზა, 6. სებასტიან ნეგრი, 7. მიჩელე ლამარო (C), 8. როს ვინსენტი.
მარქაფა: 16. ჯანმარკო ლუჩესი, 17. მირკო სპანიოლო, 18. სიმონე ფერარი, 19. რიკარდო ფავრეტო, 20. მანუელ ძულიანი, 21. ლორენცო ქანონე, 22. მარტინ პაჟე-რელო, 23. ტომასო ალანი.