Belive

6 ერი | ირლანდია ინგლისის წინააღმდეგ დაირაზმა

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

6 ერის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში, ინგლისისა და ირლანდიის დაპირისპირება შედგება. 9 მარტს, 20:45 საათზე, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ირლანდიის მორაგბეთა ნაკრები ინგლისის დამარცხებასა და 6 ერის რეკორდის დამყარებას შეეცდება.

6 ერზე ყველაზე გრძელი მოგებათა სერია (11 მატჩი) სწორედ ინგლისსა და ირლანდიას ეკუთვნით და იმ შემთხვევაში, თუ "სამყურები" ინგლისს დაამარცხებენ, მათი მოგებათა სერია 12 მატჩამდე გაიზრდება, რაც ტურნირის ერთპიროვნული რეკორდია.

პრინციპული მატჩისთვის, რომელსაც ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი გაუძღვება, ენდი ფარელმა ირლანდიის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

სხვა სტატიები