Belive

6 ერი | ინგლისი ირლანდიის წინააღმდეგ დაირაზმა

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

6 ერის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში, ინგლისისა და ირლანდიის დაპირისპირება შედგება. 9 მარტს, 20:45 საათზე, ინგლისი რევანშის აღებას და ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ირლანდიის დამარცხებას "თვიქენჰემზე" შეეცდება, რათა "სამყურებს" ერთპიროვნული რეკორდის დამყარების შესაძლებლობა არ მისცეს.

6 ერზე ყველაზე გრძელი მოგებათა სერია (11 მატჩი) ინგლისს ეკუთვნოდა და ის ირლანდიასთან მატჩით შეწყა. ამჯერად 11 მატჩიანი მოგებათა სერია ირლანდიას აქვს და ინგლისი ყველანაირად ეცდება, რომ "სამყურების" ტრიუმფალური სვლა შეაჩეროს.

პრინციპული მატჩისთვის, რომელსაც ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი გაუძღვება, სტივ ბორთვიკმა ინგლისის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

სხვა სტატიები