ნიკა ამაშუკელი 6 ერის პრინციპულ დაპირისპირებას განსჯის
1 კვირის წინ
რაგბი
1 წთ
ელიტარული კატეგორიის ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი 2025 წლის 6 ერზე, პრინციპულ დაპირისპირებას განსჯის.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, 8 თებერვალს, ნიკა ამაშუკელი ინგლისისა და საფრანგეთის სარაგბო დაპირისპირების მთავარი არბიტრი იქნება. საკულტო სარაგბო მატჩის პარალელურად, ამაშუკელი მომავალ 6 ერზე, კიდის მსაჯის რანგში კიდევ 2 მატჩს მოემსახურება. ქართველი არბიტრი უელსი - ირლანდიისა და უელსი - ინგლისის მატჩებე იმუშავებს.
8 თებერვალი
ინგლისი Vs. საფრანგეთი (მთავარი მსაჯი)
22 თებერვალი
უელსი Vs. ირლანდია (კიდის მსაჯი)
3 მარტი
უელსი Vs. ინგლისი (კიდის მსაჯი)