Belive

18-წლამდელთა 6 ერის ფესტივალისთვის უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

1 თვის წინ რაგბი
2 წთ

2024 წლის 18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალისთვის, უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 26-კაციანი რაზმი დაასახელა.

ფესტივალში, რომელიც იტალიის ქალაქ პარმაში გაიმართება, ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიის, საქართველოსა და პორტუგალიის 18 წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. U18 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, 3 თამაშის გამართვა მოუწევს. ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით იხსნება. 3 აპრილს საფრანგეთს დავუპირისპირდებით, ხოლო 7 აპრილს ინგლისს შევერკინებით.

18 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ზურაბ ამონაშვილმა, 14 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშე შეარჩია.

უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე

შერკინება: არჩილ ნოზაძე (ყოჩები), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი, ინგლისი), დავით ბარამია (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), თორნიკე ტორაძე (აია), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ლელო), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი არძენაძე (ჩაქვი);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გიგი სირბილაძე (ლელო), ლუკა თვაური (ხვამლი), იკა კვარაცხელია (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), იოანე ბასილაია (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), დათა ახვლედიანი (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

სხვა სტატიები