Belive

12 წლიანი ისტორიის დასასრული - ჯო მარლერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ჰარლექუინსის" ლეგენდამ - ჯო მარლერმა, 34 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას, ინგლისის რაგბის კავშირი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ჯო მარლერმა ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად 2012 წელს, სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ტესტ-მატჩი მოირგო, მას შემდეგ კი ინგლისელების მაისურით 94-ჯერ ითამაშა.

ჯო მარლერმა, ინგლისის ნაკრებთან ერთად 2019 და 2023 წლების მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მძიმე ტრავმის გამო, ჯო მარლერმა ინგლისის ეროვნული ნაკრებიდან წასვლა 2018 წელს გადაწყვიტა, თუმცა 2019 წელს იგი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.

34 წლის ინგლისელი ნაკრებიდან მეორედ და ამჯერად საბოლოოდ წავიდა, რითაც დიდი ისტორია დასრულდა...

სხვა სტატიები