"ზურიკოს ფეხბურთი კარგად ესმის, მას დიდი პოტენციალი აქვს" - ბორდოს ყოფილი ფეხბურთელი
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
კლემენტ მიშელინი, რომელიც "ბორდოში" ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელი იყო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.
ზურიკო ის ბიჭია, რომელიც გარეთ საუბრის გარეშე მოედანზე ყველაფრის დამტკიცებას ახერხებს. ვფიქრობ მას გუნდში თავიდან გახსნა გაუჭირდა, რადგან ენის სწავლა ადვილი არ არის. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო იყო, როგორც გასახდელში, ასევე მოედანზე. ის გუნდში არანაირ პრობლემას არ ქმნიდა, მას აქვს თავისი პატარა ოჯახური ცხოვრება.
ზურიკო კარგი, გონიერი ადამიანია, რომელიც თავის კუთხეში ყოველთვის შრომობს. მე მაქვს ის ფოტო, რომელშიც ასახულია, როგორ მოდის ყოველ დილით და როგორ მუშაობს თავის თავზე დამოუკიდებლად. ის თავის საქმეს არაჩვეულებრივად აკეთებს, დიდი პოტენციალი აქვს, ფეხბურთი კარგად ესმის, ინტექტუალური მოთამაშეა და დიდი სპორტული შესაძლებლობები აქვს.
მასში რაც ყველაზე მეტად მომწონდა და რამაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არის ის, რომ თუ როგორ ანადგურებს ის მოთამაშეებს. მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში მეტოქის ჩამოშორება, როცა უნდა. - კლემენტ მიშელინი
როგორც ზურიკომ ასევე კლემენტმაც "ბორდო" ფინანსური კრიზისის დროს დატოვეს. ფრანგი ფეხბურთელი ესპანეთის ლა ლიგა 2-ში, კერძოდ "რასინგში" გადავიდა, ხოლო ქართველი შემტევი საფრანგეთში დარჩა და "სენტ ეტიენის" ღირსებას იცავს.